სიახლეები
კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიას საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოს TUVNORD-ის მიერ ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი მიენიჭა. სერტიფიკატი ვრცელდება ლაბორატორიის მიერ გარემოში ხმაურის, ვიბრაციის, ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების ინსტრუმენტალური გაზომვის, გარემოზე ანთროპოგენული ქმედებებით და ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზეგავლენების მოდელირების მომსახურებაზე.

კატეგორია - სიახლეები
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების ცენტრი შპს „ეკო-სპექტრი“ იწყებს ისო ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის 4 დღიან ტრენინგ კურსს. კურსი სერტიფიცირებულია „Exemplar Global“-ის მიერ. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში დამსწრეებს გადაეცემათ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია „G-certi“ -ის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.
კატეგორია - სიახლეები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოს დაცვის სამსახურმა მოამზადა 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „იფარის“ N55-56 და N66-74 საყრდენებს შორის მონაკვეთების რეკონსტრუქციის პროექტის გარემოსდაცვითი
კატეგორია - სიახლეები
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2023 წლის 4 ნოემბერს შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ ხელმძღვანელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ დირექტორმა - ირკლი კავილაძემ გადასცა შპს „G-CERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.
კატეგორია - სიახლეები
2023 წლის 28 და 29 აგვისტოს, შპს „დავით აბულაძის სახელობის ქართულ იტალიურ კლინიკაში“ კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურმა ჩაატარა მეორე მასერტიფიცირებელი აუდიტი ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების პროექტის ფარგლებში.




კატეგორია - სიახლეები
2023 წლის 21 აგვისტოს შპს „დავით აბულაძის სახელობის ქართულ იტალიურ კლინიკაში“ კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის მიერ ჩატარდა პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტი. მასერტიფიცირებელი აუდიტის პირველ ეტაპზე მხარეთა მიერ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტის - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი მიდგომები და ის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა.
კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები 2023 წლის 14 სექტემბერს დაესწრნენ საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნეს. ბიზნეს ფორუმს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულების
კატეგორია - სიახლეები

მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2023 წლის 12 სექტემბერს შპს ინოვა ინ ვიტროს“  ხელმძღვანელობას კომპანია ეკო-სპექტრის დირექტორმა გადასცა შპს „GCERTI Co.“- მიერ გაცემული ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს ინოვა ინ ვიტროში ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

კატეგორია - სიახლეები
2023 წლის 9 და 10 აგვისტოს, შპს „ინოვა ინ ვიტროში“ კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურმა ჩაატარა მეორე მასერტიფიცირებელი აუდიტი ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების პროექტის ფარგლებში.