საგამოცდო ლაბორატორიას TUVNORD-ის სერტიფიკატი მიენიჭა
კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიას საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოს TUVNORD-ის მიერ ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი მიენიჭა. სერტიფიკატი ვრცელდება ლაბორატორიის მიერ გარემოში ხმაურის, ვიბრაციის, ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების ინსტრუმენტალური გაზომვის, გარემოზე ანთროპოგენული ქმედებებით და ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზეგავლენების მოდელირების მომსახურებაზე.

;