ორგანიზაციის შესახებ
საერთაშორისო საკონსულტაციო და
სერტიფიცირების ცენტრი შპს
„ეკო-სპექტრი“ დაფუძნებულია 2008 წელს ქალაქ
თბილისში. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 14 მუდმივი შტატის მქონე
და 37 გრძელვადიანი ასოცირებული ექსპერტი და კონსულტანტი. ჩვენი გუნდი
შედგება 6 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ISO
14001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, 6 ხარისხის
მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2018
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და 6 შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების
მენეჯმენტის სისტემების ISO 45001:2018
აუდიტორი/წამყვანი აუდიტორისგან. შპს „ეკო-სპექტრის“
დირექტორს კი მინიჭებული აქვს საერთაშორისო მასერტიფიცირებელი
ორგანიზაციების „IRCA“ და “Exemplar
Global”-ის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების
ISO 14001:2015, ხარისხის მენეჯმენტის
სისტემების ISO 9001:2015 და შრომის ჰიგიენისა
და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების ISO
45001:2018 რეგისტრირებული წამყვანი აუდიტორის და ტრენერის
სტატუსი.
კომპანიას განხორციელებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ (მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის ინვესტირების ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი(ADB) და სხვა) დაფინანსებული მრავალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ 6 ქვეყანაში: უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიის მიზანია ეკოლოგიური და სოციალური უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება.
2019 წლის 4 სექტემბერს შპს „ეკო-სპექტრმა“ გახსნა შვილობილი კომპანია უზბეკეთის რესპუბლიკაში - შპს „ეკო-სპექტრი უზბეკეთი“, რომლის მიზანია ცენტრალური აზიის რეგიონში პროექტების მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი.
2012 წლის 10 სექტემბერს შპს „ეკო-სპექტრმა“ ხელი მოაწერა ფრენშაიზის შეთანხმებას კორეულ კომპანია შპს „GCERTI Co.“-სთან. შეთანხმების თანახმად, შპს „GCERTI Co.“ შპს „ეკო-სპექტრს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, იმოქმედოს ბაზარზე მისი სახელით, შეასრულოს სარეკლამო და სხვა ნებისმიერი ქმედება, რისი შესრულების უფლებამოსილებაც გააჩნია შპს „GCERTI Co.“-ს. ფრენჩაიზული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ეკო-სპექტრის“ აუდიტორები უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ მასერტიფიცირებელი აუდიტები „GCERTI Co“-ს სახელით შემდეგ სფეროებში:
• გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები (ISO 14001:2015);
• ხარისხის მენეჯმენტის სისტემები (ISO 9001:2015);
• შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები (ISO 45001:2018).
ხელშეკრულების თანახმად, შპს „ეკო-სპექტრს“ ასევე შეუძლია ჩაატაროს და შეაფასოს ქვემოთ მითითებული აკრედიტირებული ტრენინგის კურსები:
• მოდული QM – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;
• მოდული EM – გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა;
• მოდული FS – საკვების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
• მოდული OH – შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
• მოდული IS – ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
• მოდული AU – აუდიტის ჩატარების მენეჯმენტის სისტემა.

კომპანია
„ეკო-სპექტრს“ ასევე გააჩნია საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც
აღჭურვილია უახლესი დონის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამებით,
ევროპული კალიბრების ხელსაწყოებით და საზომი აპარატებით, რაც
საშუალებას იძლევა დამკვეთს მივაწოდოთ საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი სხვადასხვა სახის გაზომვითი, 3D მოდელირების და
გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგის მომცველი მომსახურებები.
2023 წლის 6 ნოემბერს საგამოცდო ლაბორატორიას საერთაშორისო
სასერტიფიკაციო ორგანოს TUVNORD-ის
მიერ ISO9001:2015 ხარისხის
მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი მიენიჭა.
შემოგვიერდით