ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2023 წლის 4 ნოემბერს შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის“ ხელმძღვანელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ დირექტორმა - ირკლი კავილაძემ გადასცა შპს „G-CERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.
;