საკონტროლო აუდიტი შპს „ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში“
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ სამედიცინო ამბულატორიებში ხარისხის
მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 სერტიფიცირების პროექტის
ფარგლებში, მასერტიფიცირებელი კომპანია «G-certi Co»-ს დამფუძნებელმა
ბ-მა დევიდ ჩოიმ სერტიფიცირებული 66 ამბულატორიიდან შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით საკონტროლო აუდიტი ჩაატარა შპს „ვ.სანიკიძის
სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში“. აუდიტს ესწრებოდნენ
ორგანიზაციის ხარისხის მენეჯერი და უმაღლესი მენეჯმენტის
წარმომადგენლები. აუდიტის დასკვნის შესაბამისად, შპს „ვ.სანიკიძის
სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში“ ჩატარებული
სერტიფიცირების პროცესმა, მომზადებულმა და დანერგილმა მეთოდურმა
ინსტრუქციებმა, პროცესუალურმა და პროცედურულმა დოკუმენტაციამ მიიღო
მაღალი შეფასება.
შემოგვიერდით