ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 სერტიფიცირება საკრუინგო კომპანია „დი ეს ქრუინგში”
პროექტი: საერთაშორისო სერტიფიცირება;
დამკვეთი: შპს „დი ეს ქრუინგი”;
დავალება: შპს „დი ეს ქრუინგში” ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება;
ვრცლად: 2025 წლის 9 სექტემბერს საკრუინგო კომპანია „დი ეს ქრუინგსა” და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოხდება შემდეგი
მომსახურებების გაწევა:
1. საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა სერტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში;
2. ორეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტების ჩატარება;
3. აუდიტის ანგარიშების მომზადება;
4. საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემა;
5. საზედამხედველო აუდიტების ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე ეტაპი - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ.
;