შპს „ეკო-სპექტრის“ სერტიფიცირების სამსახურის შიდა აუდიტი
2025 წლის 10 თებერვალს კორეული მასერტიფიცირებელი კომპანია «G-certi Co»-ს დამფუძნებელმა ბ-მა დევიდ ჩოიმ და დირექტორმა ქ-მა სონი პარკიმ შპს „ეკო-სპექტრის“ სერტიფიცირების სამსახურში ჩაატარეს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შიდა აუდიტი. აუდიტს ესწრებოდნენ სერტიფიცირების სამსახურის ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO9001:2015 წამყვანი აუდიტორები. აუდიტის დასკვნის შესაბამისად, შპს „ეკო-სპექტრის“ სერტიფიცირების სამსახურის მიერ 2024 წლის განმავლობაში გაწეულმა მომსახურებამ მიიღო მაღალი შეფასება.
;