სკრინინგის ანგარიშის მომზადება მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროგადამცემი ხაზი „იფარის“ რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ეკო-სპექტრს“ შორის, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოს დაცვის სამსახურმა მოამზადა 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „იფარის“ N55-56 და N66-74 საყრდენებს შორის მონაკვეთების რეკონსტრუქციის პროექტის გარემოსდაცვითი
სკრინინგის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის მომზადებისთვის ბუნებრივი და ფიზიკური გარემოს მახასიათებლების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერს ჩაატარეს საველე სამუშაოები ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ლატფარის უღელტეხილზე (2830მ.)
;