პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება შპს „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში“
2023 წლის 21 აგვისტოს შპს „დავით აბულაძის სახელობის ქართულ იტალიურ კლინიკაში“ კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის მიერ ჩატარდა პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტი. მასერტიფიცირებელი აუდიტის პირველ ეტაპზე მხარეთა მიერ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტის - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი მიდგომები და ის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა.
;