საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნეს ფორუმი
კომპანია „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები 2023 წლის 14 სექტემბერს დაესწრნენ საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, პეტრ ჰლადიკმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნეს. ბიზნეს ფორუმს გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულების
ჩეხი და ქართველი ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩეხეთის მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, წარმოების ინდუსტრიის, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, საკანალიზაციო სისტემების, ჰაერის კონდიცირების, ზეთის, გაზისა და წყლის ინდუსტრიის, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლები.
;