ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება შპს „თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში“
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2023 წლის 6 აპრილს „თბილისის ცენტრალური ლაბორატორიის“ ხელმძღვანელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ დირექტორმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში „თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

;