შეხვედრა თემაზე: "საკანონმდებლო ცვლილებები და 2023 წელს დაგეგმილი შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები"
კომპანია „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლები
მიმდინარე წლის 15 თებერვალს ესწრებოდნენ სასტუმრო „Radisson Blu
Iveria Hotel“-ში დაგეგმილ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით დაგეგმილ
შეხვედრას თემაზე - "საკანონმდებლო ცვლილებები და 2023 წელს დაგეგმილი
შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები". შეხვედრის მიზანი იყო
2023 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N29 იძულებითი
შრომის, N81 დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი
უზრუნველყოფისა და N190-ე ძალადობისა და შევიწროების შესახებ
კონვენციების რატიფიცირებისა და მათი ბიზნესზე ზეგავლენის საკითხების
განხილვა.
შემოგვიერდით