ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა
2022 წლის 6 და 7 სექტემბერს შპს
„ეკო-სპექტრის“
განსახლების და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა
ჩაატარეს საჯარო განხილვები კომპანია „Landel Mills“ LTD -სთან
გაფორმებული ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური
არხის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. საჯარო განხილვებში
მონაწილეობდნენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის,
„საქართველოს მელიორაციის“
თანამშრომლები, საგარეჯოს რაიონის სოფლების: კაკაბეთის, ყანდაურას,
ჩაილურის და მანავის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს უპასუხეს დასმულ
შეკითხვებზე და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
შემოგვიერდით