გიორგი თევზაძე შეყვანილია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში
შპს „ეკო-სპექტრის“ მთავარი იურისტი, უფლებადამცველი, ბატონი გიორგი თევზაძე შეყვანილია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 13 ივლისს შექმნილ სამუშაო ჯგუფში. პარლამენტში, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნა განაპირობა ევროსაბჭოს მიერ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობამ. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ საქართველოს
პარლამენტის წევრები, შესაბამისი სახელმწიფო სრტუქტურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სამართლის დარგის კვალიფიციური ექსპერტები. ვულოცავთ ბატონ გიორგი თევზაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას შემდგომ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.
;