გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების ისო 14001:2015 II საზედამხედველო აუდიტი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“
მიმდინარე წლის 28 იანვარს, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჩატარდა ბოლო, II საზედამხედველო აუდიტი. წინამდებარე აუდიტის ფარგლებში საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს წინა აუდიტზე მოთხოვნილი და შემუშავებული დოკუმენტაცია. ასევე, ისაუბრეს შემდგომი ეტაპების განხორციელებაზე, რომელიც დაკავშირებულია როგორც სტანდარტის მოთხოვნების შემუშავებასთან ისე, კომპანიის რესერტიფიცირებასთან.
;