ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება კლინიკა „ნეოლაბში“
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2021 წლის 1 დეკემბერს კლინიკა „ნეოლაბის“ წარმომადგენელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის ხელმძღვანელმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში კლინიკა „ნეოლაბში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

;