გარემოს ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზომვა მარნეულში საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში
შპს „ინსი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა 28 სექტემბერს მარნეულში ჩაატარეს საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტერიტორიაზე ხმაურის, ვიბრაციის და ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების გეგმიური გაზომვითი სამუშაოები.


;