ყოველწლიური საზედამხედველო აუდიტი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“
მიმდინარე წლის 14 ივლისს კომპანია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჩატარდა გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების სერტიფიცირების ყოველწლიური საზედამხედველო აუდიტი. აუდიტი
ჩატარდა კლიენტის საიტზე. ყოველწლიური საზედამხედველო აუდიტის
ფარგლებში განიხილეს კომპანიაში არსებული დოკუმენტების საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობა, განისაზღვრა შემდგომი წლის
საზედამხედველო აუდიტის ჩატარების პერიოდი.
კომპანია „ეკო-სპექტრის“ დირექტორი
ირაკლი კავილაძე შეხვდა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ როგორც
გენერალურ დირექტორს, ასევე იურიდიული დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის, სოციალური და საოპერაციო საკითხების დეპარტამენტების
წარმომადგენლებს.
შემოგვიერდით