გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ქ. ფოთში ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში
2021 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში (შავი ზღვის ქუჩა N6) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ქ. ფოთში სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"-ს მიერ ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში. განხილვას ესწრებოდნენ: სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი კავილაძემ დამსწრეებს წარუდგინა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მოისმინა პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
;