ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2021 წლის 16 აპრილს შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობის“ წარმომადგენელს კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

;