გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საგარეჯო-ბაკურციხის გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში
მიმდინარე წლის 14, 15 და 16 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გიორგიწმინდასა და ბადიაურში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხეში, კაჭრეთში, ჩალაუბანსა და მელაანში ჩატარდა რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საგარეჯო-ბაკურციხის გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს გზშ ანგარიში, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
;