მეორე მასერტიფიცირებელი აუდიტი შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“
2020 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა მეორე სამუშაო შეხვედრა შპს „ეკო-სპექტრის“ და შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ თანამშრომლებს შორის, რომლის მიზანიც იყო მეორე მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება და საიტის დათვალიერება. შეხვედრაზე შპს „ეკო-სპექტრის“ თანამშრომლები გაესაუბრნენ შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის“ წარმომადგენლებს და
შეამოწმეს ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროცედურების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტის ისო 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნებთან.
;