სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
2020 წლის 28 ივლისს ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ღია სიცრცეში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ: სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების,
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს სკოპინგის ანგარიში, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
;