სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნაყარი ტვირთების ტერმინალის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს კორპორაცია “ფოთის საზღვაო ნავსადგური“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2020
წლის 28 ივლისი, 11:00 საათი. ქ. ფოთის 11 საჯარო სკოლის სიცრცეში (ღია სივრცეში), შავი ზღვის ქ. №6; 
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება ქ. ფოთის 11 საჯარო სკოლის სიცრცეში (ღია სივრცეში). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 29 ივლისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი. მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

;