უზბეკეთის რესპუბლიკაში „პაპ-ნამანგან-ანდიჟანის რკინიგზის ელექტრიფიკაციის პროექტი“
2019 წლის 19 დეკემბერს კომპანია „ეკო-სპექტრმა“ გააფორმა ხელშეკრულება უზბეკურ კომპანია «Nazar Business and Technology»-სთან „პაპ-ნამანგან-ანდიჟანის რკინიგზის ელექტრიფიკაციის პროექტის“ ფარგლებში ფერგანას ველზე ხმაურის გავრცელების 3D მოდელირებასთან დაკავშირებით. შპს „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის სპეციალისტებმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში:

- მოამზადეს რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელი;
- დაადგინეს რკინიგზაზე ხმაურის წყაროები და ჩაატარეს ფონური ხმაურის დონის გაზომვითი სამუშაოები;
- გამოავლინეს მგრძნობიარე რეცეპტორები პროექტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- განახორციელეს ხმაურის გავრცელების 3D მოდელირება ყველა ასპექტის გათვალისწინებით.
;