შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მასერტიფიცირებელი აუდიტი
მასერტიფიცირებელი აუდიტის ფარგლებში, 2019 წლის 16 დეკემბერს კომპანია „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამშენებლო უბანზე გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების -  ISO 14001:2015
შესაბამისობების შესამოწმებლად. სამშენებლო ობიექტზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გარემოსდაცვის სამსახურის სპეციალისტმა  შპს „ეკო-სპექტრის“ აუდიტორებს გააცნო ადგილზე არსებული მდგომარეობა გარემოს დაცვის კუთხით.
;