პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში
2019 წლის 12 დეკემბერს კომპანია „ეკო-სპექტრი“, როგორც კონტრაქტორი კომპანია მიწვეული იყო საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციაზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. მშენებლობის მწარმოებელ კომპანია „ფაზის ოილთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ეკო-სპექტრი“ პროექტის ფარგლებში ამზადებს სკოპინგის ანგარიშს, გაფართოებული სატყეო ზონის აზომვითი ნახაზების, ტყეების ტაქსაციის დოკუმენტებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, უცხოური საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე.
;