„GGRC Armenia“ CJSC - ერევნის რეპროდუქციულმა ცენტრმა წარმატებით გაიარა ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო აუდიტები
2025 წლის სექტემბერში „GGRC Armenia“ CJSC-ს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში მდებარე რეპროდუქციულ ცენტრში ჩატარდა ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო აუდიტები. მასერტიფიცირებელი აუდიტების წარმატებით დასრულების შედეგად „GGRC Armenia“ CJSC-ს ხელმძღვანელობას გადაეცა შპს „G-CERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში „GGRC Armenia“ CJSC-ში ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.
;