დავით კავილაძე
განსახლებისა და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის
უფროსი სპეციალისტი
1995 წელს დაამთავრა
ქ. ვინიცის (უკრაინა) სახელმწიფო ტექნიკური
უნივერსიტეტის საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა
ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. 2018 -2019 წწ-ში მან წარმატებით
გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar
Global“-ის აკრედიტირებულ შემდეგ კურსებზე: ISO
9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების
აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO
45001:2018 - შრომის
ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის, ISO
14001:2015
- გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის და ISO 19011:2018 მენეჯმენტის
სისტემების აუდიტორის კვალიფიკაციებზე.
2021 წლის 22
ნოემბერს დავით კავილაძეს მიენიჭა სერტიფიცირებულ
აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის „Exemplar
Global“-ის მიერ ISO 9001:2015 ხარისხის
მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის
სტატუსი. სამუშაო
გამოცდილება: 2008 წლიდან დავით კავილაძე მუშაობს შპს
„ეკო-სპექტრში“ განსახლებისა და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის
უფროს სპეციალისტად. აღნიშნული სპეციალობით მონაწილეობა აქვს მიღებული
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, აზიის
განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი) მიერ დაფინანსებულ
სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა:
„ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი
საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის რეკონსტრუქციისათვის
საჭირო სამუშაოების საპროექტო მომსახურეობა“ (2019წ); “ბარისახო -
შატილის გზის პროექტის რეაბილიტაციისთვის განსახლების სამოქმედო
გეგმის მომზადება“ (2018წ.); „საერთაშორისო მნიშვნელობის
სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე,
საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების განხოციელებისათვის საჭირო
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და მის შესაბამისად სარეაბილიტაციო
სამუშაოების განხორციელება“ (2018წ.); „მარშალ გელოვანის გამზირისა და
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საგზაო კვანძის მშენებლობა“ (2018წ.)
„მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ
რესპულიკაში“ (2016-2017); “განსახლების სამოქმედო გეგმის/განსახლების
მოკლე სამოქმედო გეგმის მომზადება დუშეთის ქუჩების ურბანული აღდგენის,
აბასთუმნის ურბანული აღდგენისა და ანანურის ციხის ქვე-პროექტებში
ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის მოწყობის მიზნით“ (2017წ.);
“E-60 საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის გაუმჯობესების
გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი და
სოციალური მართვის გეგმის მომზადება” (2016წ.); “საქართველოს
რკინიგზის მოდერნიზაცია» (2016-2017წ.); „თბილისი-რუსთავის გზის
მოდერნიზაციის პროექტი“ (2013წ); „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
ფოთი-ანაკლიის საავტომობილო გზის პროექტისათვის“ (2010წ.); “მყარი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში”
(2008-2009წწ); „ბაკურიანის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების
სისტემის რეაბილიტაციის პროექტი“ (2011წ).
შემოგვიერდით