გიორგი თევზაძე
მთავარი იურისტი
 
გიორგი თევზაძემ წარჩინებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 1987 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობაში, ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფს. 1991 წლის დეკემბრამდე იყო „მრგვალი მაგიდის“ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.1992 წლიდან სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 
1997 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი. 1998 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2000 წლიდან იგი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელის“ პერსონალური წევრი. 2000 –2004 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენტიური სისტემის დამოუკიდებელი კონტროლის საბჭოს წევრი. 2002–2004 წლებში ბ-ნი გიორგი არის საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე.  2006 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.  2008 წლიდან საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩეული სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი. 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 2011 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის – ომის, კონფლიქტების, შეიარაღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს (ფედერაციის) თავმჯდომარის მოადგილე, კურატორი იურიდიული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2011 წლიდან ვეტერანული ორგანიზაციების მიერ არჩეული საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი. 
 
2012 წლის 12 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის გაფორმებული “ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის მხარე. 2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, როგორც ვეტერანთა ომბუდსმენის მონაწილეობა მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსით. 2012 წლის სექტემბერ–დეკემბრის თვეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2012 წლიდან გ. თევზაძე არის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი. 2013 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამკვირვებლის სახით მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში. 2013 წლის დეკემბრიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად. 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე. 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარეთ. 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოცაიციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარედ. 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრად. 2014 წლიდან სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი. 2014 წლიდან სისხლის სამართლის რეფორმის, პენიტენციალური სისტემის რეფორმების სამუშაო ჯგუფის წევრი. 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2016 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომერედ. 2017 წელის დეკემბრიდან (მეორე ვადით) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად. 2018 წლიდან არჩეული იქნა ა(ა)იპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის გამგეობის წევრად,  ასევე არის არაკომერციული გაზეთების „მრწამსი“–ს, „ადამიანის უფლებებისა და არგუმენტები“–ს, დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე.  მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო შეხვედრასა და კონფერენციაში, ასევე არის არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი/თანაავტორი. 2020 წლის 16 მაისისდან გ. თევზაძე არის საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე. 2020 წლის სექტემბრიდან გიორგი თევზაძე არის კომპანია „ეკო-სპექტრის“ მთავარი იურისტი.
 
;