არჩილ რევაზიშვილი
საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი
პროექტების მართვის საბჭოს წევრი

2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2019 წლიდან აგრძელებს სწავლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მაგისტრატურაში. 2017 წლიდან არჩილ რევაზიშვილი მუშაობს შპს „ეკო-სპექტრ“-ში გარემოს მახასიათებლების გაზომვის, აგრეთვე ხმაურის და ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების მოდელირების სპეციალისტად. მონაწილეობა აქვს მიღებული
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. აღნიშნული პროექტების ფარგლებში იგი მონაწილეობდა საველე სამუშაოებში, ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში, საჯარო განხილვების ჩატარებაში. პროექტების ფარგლებში აქვს  სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გამოცდილება. 2018 წლიდან არჩილ რევაზიშვილი გახდა კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი. აღნიშნული სპეციალობით მონაწილეობა აქვს მიღებული სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ევროპის ინვესტირების ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს ავტომაგისტრალის მშენებლობა, აგრეთვე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი. ფლობს ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვის, აგრეთვე ხმაურისა და ატმოსფერული ჰაერის გაფრქვევის მოდელირების სერტიფიკატებს. აქვს გეოსაინფორმაციო სისტემებთან (GIS) მუშაობის გამოცდილება. არჩილ რევაზიშვილს აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ტაჯიკეთის და უზბეკეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა პროექტებში მუშაობის გამოცდილებაც. 2018-2019 წლებში მან წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar Global“-ის აკრედიტირებულ შემდეგ კურსებზე: ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის, ISO 19011:2018 - მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის, ISO 45001:2018 - შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის კვალიფიკაციებზე.
 
 
 
;