ზურაბ რევაზიშვილი
განსახლებისა და სოციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
პროექტების მართვის საბჭოს წევრი

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მართვის ავტომატიზირებული სისტემების სპეციალობით. ზურაბ რევაზიშვილმა 2018-2019 წლებში წარმატებით გაიარა და მიიღო საერთაშორისო სერტიფიცირება „Exemplar Global“-ის აკრედიტირებულ შემდეგ კურსებზე: ISO19011:2018 - მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის, ISO 45001:2018 - შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი
აუდიტორის და ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის კვალიფიკაციებზე. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს ტრენინგ კურსები და მიღებული აქვს სერტიფიკატები ისეთ კურსებზე, როგორიცაა: მსოფლიო ბანკის ტრენინგი „გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე“ – 2008 წ; შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს ტრენინგ კურსი - „უძრავი ქონების შემფასებელი“ – 2019 წ.
სამუშაო გამოცდილება: 12.2013-02.2014 წლებში ზურაბ რევაზიშვილი მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის, განსახლების სამსახურის პროექტების კოორდინატორად. 05/2003 – 10/2005 წლებში იგი მუშაობდა ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მონიტორინგის და აუდიტის“ პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების მართვის ექსპერტად. 12.2013-02.2014 წლებში ზურაბ რევაზიშვილი მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის, განსახლების სამსახურის პროექტების კოორდინატორად. 05/2003 – 10/2005 წლებში იგი მუშაობდა ევრაზიის ფონდის მიერ დაფინანსებული „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მონიტორინგის და აუდიტის“ პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების მართვის ექსპერტად. 2012 წლიდან ზურაბ რევაზიშვილი მუშაობს შპს „ეკო-სპექტრ“-ში გარემოს დაცვის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სპეციალისტად. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, როგორც გარემოს დაცვითი, ასევე სოციალურ საკითხთა და განსახლების კუთხით. აღნიშნული პროექტების ფარგლებში იგი მონაწილეობდა საველე სამუშაოებში, ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში, შემარბილებელი ღონისძიებებისა და მართვის გეგმების მომზადებაში, საჯარო განხილვების ჩატარებაში. პროექტების ფარგლებში აქვს  სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გამოცდილება. 2018 წლიდან ზურაბ რევაზიშვილი გახდა კომპანია „ეკო-სპექტრის“ განსახლებისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი. აღნიშნული სპეციალობით მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა:  „თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია“ (2019 წ.); „ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის  რეკონსტრუქციისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო მომსახურება“ (2019 წ); „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების განხოციელებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და მის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“ (2018 წ.); „მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საგზაო კვანძის მშენებლობა“ (03.03.2018 – 01.12.2018 წ.); „რუსთავი - წითელი ხიდი, რუსთავი - სადახლო, თბილისი - საგარეჯო, საგარეჯო - ბაკურციხის, ავტომაგისტრალის მშენებლობა“ (2018 წ.); “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა“ (01.5.2017 – 01.08.2017 წ.); «საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია» (2016-2017 წ.); “E-60 საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის გაუმჯობესების გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის მომზადება”  (2016 წ.); “განსახლების სამოქმედო გეგმის / განსახლების მოკლე სამოქმედო გეგმის მომზადება დუშეთის ქუჩების ურბანული აღდგენის, აბასთუმანის ურბანული აღდგენისა და ანანურის ციხის ქვე-პროექტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენის მოწყობის მიზნით“ (2017 წ.);  “ანაკლიის სანაპირო ზოლის გაუმჯობესების პროექტი” (2014.-2015 წ.); „თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის პროექტი, გზის მესამე მონაკვეთისათვის მეორადი გზის მშენებლობა“ (2013-2014 წ.); “სკოლების რეაბილიტაციის პროექტი“ (2015-2018 წ.);  „ახალციხე-ბათუმის 220კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი“.
 
;