ქეთევან დგებუაძე
კონსულტანტი
გარემოსდაცვით და განსახლების საკითხებში
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ბიოლოგიის მაგისტრის სპეციალობით. 1988-1995 წლებში მუშაობდა ივანე
ბერიტაშვილის სახელობის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის
ინსტიტუტში, იკვლევდა თავის ტვინის კორტიკო-თალამურ
ურთიერთქმედებას. 2001-2005 წლებში
ქეთევან დგებუაძე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ევროპისა
და შუა აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო
ჯგუფის
აღმასრულებელ
მდივნად, უზრუნველყოფდა
არასამთავრობო ორგანიზაციების პოტენციალის ზრდას მსოფლიო ბანკის
პოლიტიკის, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების შესახებ და მათ
აქტიურ ჩართულობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტების საჯარო
კონსულტაციებში. 2005-2007 წლებში იგი მონაწილეობდა ევრაზიის ფონდის
პროექტში - “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონიტორინგის,
აუდიტისა და განვითარების ინიციატივა” (PMDI)”.
როგორც გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, იგი ასრულებდა
კომპანია ბრითიშ პეტროლეუმის მიერ მომზადებული გარემოსდაცვითი მართვის
გეგმების მიმოხილვასა და აუდიტს, ახორციელებდა სამშენებლო უბნების
გარემოსდაცვით მონიტორინგს. 2007-2008 წლებში მუშაობდა "ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველო"-ში (MCG) გარემოს
დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის თანამდებობაზე,
უზრუნველყოფდა “სამცხე-ჯავახეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის
პროექტის” მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური
პოლიტიკის და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას. 2011-2014
წლებში მუშაობდა შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” (სსე)
გარემოს დაცვისა და განსახლების განყოფილების უფროსად. 2014
წლიდან-დღემდე ქეთევან დგებუაძე მუშაობს აზიის
განვითარების ბანკის საერთაშორისო გარემოსდაცვით კონსულტანტად
საქართველოსა და უზბეკეთში.
2015 წლიდან ქეთევან დგებუაძე
არის „Exemplar Global“-ის სერთიფიცირებული გარემოს
დაცვის მენეჯმენტის სისტემების (ISO 14001:2015),
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების (ISO 9001:2015)
წამყვანი აუდიტორი და ISO19011:2018 მენეჯმენტის
სისტემების აუდიტორი. 2019 წლიდან იგი არის შრომის ჰიგიენის
და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემების (ISO
45001:2018) აუდიტორი/წამყვანი აუდიტორი. 2019 წლის
დეკემბრიდან ქეთი დგებუაძე გახდა „Exemplar
Global“-ის მიერ აკრედიტირებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის
სისტემების ISO 14001:2015
წამყვანი აუდიტორი.
როგორც გარემოსდაცვით და სოციალური/განსახლების
ინდივიდუალურ ექსპერტს, ქეთი დგებუაძეს აქვს 20 წელზე მეტი ხნის
პროფესიული თანამშრომლობის გამოცდილება, როგორც საქართველოს
სამთავრობო, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (WB,
EBRD, ADB, USAID, UNDP, EIB, KfW). მის მიერ არის
უზრუნველყოფილი არაერთი საკონსულტაციო მომსახურება დიდი
პროექტების მომზადების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის წინასწარი
მიზანშეწონილობის ანალიზის, დეტალური დიზაინისა და პროექტის
განხორციელების ეტაპებზე. საერთო ჯამში, როგორც გარემოსდამცველი,
განსახლებისა და სოციალური დაცვის კონსულტანტი იგი ჩართული იყო ისეთი
ფართო სპექტრის პროექტებში, რომლებიც მოიცავდნენ: ენერგეტიკას
(ქვესადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობა), ნავთობსა და
ბუნებრივ აირს, გზის მშენებლობას, ნარჩენებისა და ნაგავსაყრელების
მართვის საკითხებს, წყლისა და წყალარინების მიწოდების სისტემებს,
ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა მრავალ სფეროებს. მას
მომზადებული აქვს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის გარემოზე
ზემოქმედების ჩარჩო-დოკუმენტები, გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ანგარიშები, გარემოს მართვის გეგმები და შემარბილებელი ღონისძიებები,
გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშები, განსახლების პოლიტიკის
ჩარჩო-დოკუმენტები, განსახლების სამოქმედო გეგმები, და სხვ.
საქართველოს გარდა, მას აქვს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის
გამოცდილება, მათ შორისაა: აზერბაიჯანი,
სომხეთი, ტაჯიკეთი,
უზბეკეთი და
ბულგარეთი.
2013-2014 წლებში ქეთი დგებუაძე, როგორც პროექტის
მენეჯერი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტორი 5 ქვეყანაში
ახორციელებდა აზიის განვითარების ბანკის (აგბ)
პროექტს: “RETA 7548: გარემოსდაცვითი უსაფრთხოების
ზომების განხორციელების გაუმჯობესება შუა და დასავლეთ აზიაში -
გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ტრენინგის კონსულტანტი და მესამე მხარის
აუდიტი – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მან 5 ქვეყანაში ჩაატარა 18 ორდღიანი
ტრენინგი აგბ-ს გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნების საკითხებზე
პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების, მშენებელი და
საზედამხედველო კომპანიების გარემოსდაცვითი სპეციალისტებისთვის.
განახორციელა აგბ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების 20-ზე მეტი მესამე
მხარის გარემოსდაცვითი აუდიტი სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში,
ყირგიზეთში და ტაჯიკეთში.
2014 წლიდან, როგორც აზიის განვითარების ბანკის
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონსულტანტი საქართველოსა და უზბეკეთში,
ქეთი დგებუაძე ატარებს ტრენინგებს განმახორციელებელი
ორგანიზაციებისათვის, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებისათვის
მონიტორინგის მექანიზმების, გასაჩივრების მექანიზმების, უბნის
გარემოსდაცვითი მართვის გეგმების, პროექტის განმახორციელებელი ცენტრის
გარემოსდაცვითი სპეციალისტების პასუხისმგებლობების, გარემოსდაცვითი
რისკების შეფასებისა და სხვა საკითხებზე. იგი აგრეთვე ახორციელებს
სამშენებლო უბნების გარემოსდაცვით მონიტორინგს სპეციფიური
გარემოსდაცვითი მართვის გეგმების განხორციელების შესაბამისობის
შესამოწმებლად. მის მოვალეობაში შედის აგრეთვე განმახორციელებელი
ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტებისთვის მომზადებული ექვსთვიანი
გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშების და გარემოზე ზემოქმედების
შეფასების (გზშ) ანგარიშების შემოწმება, კომენტირება და
დახმარება დოკუმენტების აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნების
შესაბამისად გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ქეთევან დგებუაძე მონაწილეობდა
მრავალ საერთაშორისო თუ რეგიონალურ კონფერენციასა და ვორქშოფში.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო
სამეცნიერო ჟურნალებში.
შემოგვიერდით