კატეგორია - სიახლეები
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის ბრძანების (№4/ნ) საფუძველზე 43-მა
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულმა
სამედიცინო დაწესებულებამ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ეკო-სპექტრთან“
ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირებასთან
დაკავშირებით. სერტიფიცირების პროცესში 2024 წლის განმავლობაში
კომპანია «G-certi Co»-ს მიერ აკრედიტირებული აუდიტორების მიერ
ჩატარდა სასერტიფიკაციო აუდიტები და 43 ორგანიზაციის 66 ამბულატორიაზე
გაიცა ISO9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის
სერტიფიკატები.
შემოგვიერდით