ორგანიზაციის შესახებ
ორგანიზაციის შესახებ
საერთაშორისო საკონსულტაციო და სერტიფიცირების ცენტრი შპს „ეკო-სპექტრი“ დაფუძნებულია 2008 წელს ქალაქ თბილისში. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 10 მუდმივი შტატის მქონე და 37 გრძელვადიანი ასოცირებული ექსპერტი და კონსულტანტი. კომპანიას განხორციელებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული (მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის ინვესტირების ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სხვა) მრავალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ 5 ქვეყანაში: უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიის მიზანია ეკოლოგიური და სოციალური უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება.

2019 წლის 4 სექტემბერს შპს „ეკო-სპექტრმა“ გახსნა შვილობილი კომპანია უზბეკეთის რესპუბლიკაში LTD „Eco-Spectri Uzbekistan“, რომლის მიზანია ცენტრალური აზიის რეგიონში პროექტების მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი.

2012 წლის 10 სექტემბერს შპს „ეკო-სპექტრმა“ ხელი მოაწერა ფრანშიზის შეთანხმებას კორეულ კომპანია შპს „GCERTI Co“-სთან. შეთანხმების თანახმად, შპს „GCERTI Coშპს „ეკო-სპექტრს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, იმოქმედოს ბაზარზე მისი სახელით, შეასრულოს სარეკლამო და სხვა ნებისმიერი ქმედება, რისი შესრულების უფლებამოსილებაც გააჩნია შპს „GCERTI Co“-ს. ფრანშიზული ხელშეკრულება ანიჭებს შპს „ეკო-სპექტრს“ უფლებას, როგორც დამოუკიდებელმა ბიზნეს-ერთეულმა, ჩაატაროს მასერტიფიცირებელი აუდიტები შემდეგ სფეროებში:

· გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები (ISO 14001:2015);
· ხარისხის მენეჯმენტის სისტემები (ISO 9001:2015);
· შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები (ISO 45001:2018).

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ეკო-სპექტრს“ ასევე შეუძლია ჩაატაროს და შეაფასოს ქვემოთ მითითებული აკრედიტირებული ტრენინგის კურსები:
· მოდული QM – ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;
· მოდული EM – გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა;
· მოდული FS – საკვების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
· მოდული OH – შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
· მოდული IS – ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა;
· მოდული AU – აუდიტის ჩატარების მენეჯმენტის სისტემა.

კომპანია „ეკო-სპექტრს“ ასევე გააჩნია საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უახლესი დონის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამებით, ევროპული კალიბრების ხელსაწყოებით და საზომი აპარატებით, რაც საშუალებას იძლევა დამკვეთს მივაწოდოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სხვადასხვა სახის გაზომვითი, 3D მოდელირების და გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგის მომცველი მომსახურებები.
;