სიახლეები
კატეგორია - სიახლეები
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2021 წლის 16 აპრილს შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობის“ წარმომადგენელს კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში შპს „გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

კატეგორია - სიახლეები
“შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო, ფილიალი საქართველოში“ - სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე ჩაატარეს გეგმიური ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოები ყოველთვიური ანგარიშის მომზადების და წარდგენის მიზნით.



კატეგორია - სიახლეები
შპს „ინსი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა მარნეულში ჩაატარეს საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ტერიტორიაზე ხმაურის, ვიბრაციის და ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვითი სამუშაოები.


კატეგორია - სიახლეები
მიმდინარე წლის 14, 15 და 16 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გიორგიწმინდასა და ბადიაურში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხეში, კაჭრეთში, ჩალაუბანსა და მელაანში ჩატარდა რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საგარეჯო-ბაკურციხის გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო
კატეგორია - სიახლეები
მიმდინარე წლის 15 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლაში ჩატარდა კასპის აგურის ქარხნის მშენებ გზშ ანგარიშის  საჯარო განხილვა ლობისთვის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „კერამიკა ელტორენტე+“-ის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს გზშ ანგარიში, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
კატეგორია - სიახლეები
2021 წლის 14 ივნისს ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა შპს „ეკო-სპექტრი“-ს და შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“-ის თანამშრომლებს შორის, რომლის მიზანიც იყო პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარების დღეების განსაზღვრა და საიტის დათვალიერების დაგეგმვა. შეხვედრაზე შპს „ეკო-სპექტრი“-ს დირექტორმა ირაკლი კავილაძემ და საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა ლილე ხაბალაშვილმა შპს „ჯეორჯიან პროდაქტ“-ის შიდა სტრუქტურების წარმომადგენლებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ჩატარების წესების და მოსამზადებელი დოკუმენტების შესახებ.
კატეგორია - სიახლეები
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა ჩაატარეს დიდ აჭარის რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურის გაზომვა.










კატეგორია - სიახლეები
სადახლო არგლებში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხმაურის, ვი-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში „ვმკ კონსტრაშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ეკო-სპექტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაატარეს სამშენებლო ობიექტზე ხმაურის, ვიბრაციის, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გეგმიური გაზომვა.
კატეგორია - სიახლეები
შპს „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვითი საკონსულტაციო სამსახურის თანმშრომლები იმყოფებოდნენ რძის მწარმოებელ საწარმოში სკრინინგის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო პირველადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით.