სიახლეები
კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპქეტრის“ საგამოცდო ლაბორატორიის თანამშრომლებმა „თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის“ ფარგლებში ჩაატარეს საპროექტო გზის მიმდებარედ არსებულ შენობებში ხმაურის და ვიბრაციის დონეების 24 საათიანი ინსტრუმენტული გაზომვა. საერთო ჯამში, ხმაურის საზომი აპარატი დამონტაჟდა საპროექტო გზის მიმდებარედ არსებულ 8 ლოკაციაზე, ხოლო ვიბრაციის საზომი აპარატი - 3 ლოკაციაზე.
კატეგორია - სიახლეები
2022 წლის 20 იანვარს კომპანია „ეკო-სპექტრში“ დაიწყო ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის 4 დღიანი ტრენინგი. ტრენინგს უძღვება საერთაშორისო აუდიტორთა რეესტრის (IRCA)-ს მიერ რეგისტრირებული მთავარი აუდიტორი, “Exemplar Global”-ის მიერ აკრედიტირებული კურსების სერტიფიცირებული ტრენერი ირაკლი კავილაძე. ტრენინგის დამსწრეებზე გაიცემა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები,

კატეგორია - სიახლეები
მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით დასრულების შედეგად 2021 წლის 1 დეკემბერს კლინიკა „ნეოლაბის“ წარმომადგენელობას კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის ხელმძღვანელმა გადასცა შპს „GCERTI Co.“-ს მიერ გაცემული ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სერტიფიკატის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში კლინიკა „ნეოლაბში“ ჩატარდება ყოველწლიური განმეორებითი საზედამხედველო აუდიტები.

კატეგორია - სიახლეები
მიმიდნარე წლის 22 ნოემბერს კომპანია „ეკო-სპექტრის“ თანამშრომელს დავით კავილაძეს სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის "Exemplar Global"-ის მიერ მიენიჭა ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის სტატუსი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.






კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის ხელმძღვანელმა ლილე ხაბალაშვილმა მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს წარმატებით გაიარა კომპანია „G-Certi Co.“-ს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების (ისო 9001:2015), აუდიტის ჩატარების მენეჯმენტის სისტემების (ისო 19011) ტრენერის & გამომცდელის საკვალიფიკაციო გამოცდები, რის საფუძველზეც წინამდებარე კომპანიისგან გადაეცა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კატეგორია - სიახლეები
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს კლინიკა „ნეოლაბში“ კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის მიერ ჩატარდა პირველი მასერტიფიცირებელი აუდიტი. მასერტიფიცირებელი აუდიტის პირველ ეტაპზე მხარეთა მიერ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტის - ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი მიდგომები და ის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა. მასერტიფიცირებელი აუდიტების რაოდენობა პირველ ეტაპზე შეადგენს 5 დღეს,
კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპექტრის“ გუნდის წევრმა დავით კავილაძემ გაიარა სერტიფიცირება შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერიფიკაციის ორგანოში უძრავი ქონების ამგეგმავის კვალიფიკაციით. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:







კატეგორია - სიახლეები
კომპანია „ეკო-სპექტრის“ გუნდის წევრმა ზურაბ რევაზიშვილმა გაიარა რესერტიფიცირება შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერიფიკაციის ორგანოში უძრავი ქონების შემფასებლის კვალიფიკაციით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:






კატეგორია - სიახლეები
მიმიდნარე წლის 5 ოქტომბერს კომპანია „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის უფროსს ლილე ხაბალაშვილს სერტიფიცირებულ აუდიტორთა საერთაშორისო რეესტრის "Exemplar Global"-ის მიერ მიენიჭა ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორის სტატუსი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: