სკრინინგის ანგარიშის მომზადება მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროგადამცემი ხაზი „იფარის“ რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში
სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემასა“ და შპს
„ეკო-სპექტრს“ შორის, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოს
დაცვის სამსახურმა მოამზადა 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი
„იფარის“ N55-56 და N66-74 საყრდენებს შორის მონაკვეთების
რეკონსტრუქციის პროექტის გარემოსდაცვითი
სკრინინგის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის მომზადებისთვის ბუნებრივი
და ფიზიკური გარემოს მახასიათებლების შესახებ საჭირო ინფორმაციის
მოპოვების მიზნით, შპს „ეკო-სპექტრის“ გარემოსდაცვის სამსახურის
თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 6-9 ოქტომბერს ჩაატარეს საველე
სამუშაოები ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ლატფარის
უღელტეხილზე (2830მ.)
შემოგვიერდით