ვიდეო ხაფანგით ცხოველების მონიტორინგი
ჩვენი გამოცდილება:
„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია
მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ვიდეო ხაფანგით ცხოველების
მონიტორინგის სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს მონიტორინგის
სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაციების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი,
ევროპის ინვესტირების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების
ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.).
როდის არის საჭირო ვიდეო
ხაფანგით ცხოველების მონიტორინგი:
- ცხოველებზე დაკვირვების მიზნით;
- ცხოველების გადაადგილების მარშრუტის დასადგენად;
- ცხოველების სახეობების და რაოდენობის დასადგენად კონკრეტულ მონაკვეთზე;
- ცხოველების საცხოვრებელი არეალის შესასწავლად;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას;
- ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის შემთხვევაში.
ჩვენი მომსახურების
სახეები:
- ცხოველთა მონიტორინგი ტყეში;
- ცხოველთა მონიტორინგი ურბანულ სივრცეებში;
- ცხოველთა მონიტორინგი ზედაპირული წყლების მიმდებარე არეალში.
ვიდეო ხაფანგით ცხოველების
მონიტორინგის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები
ცხოველთა მონიტოგინგისთვის
გამოიყენება ამერიკული წარმოების აპარატი. აპარატი, შერჩეულ ადგილზე
მონტაჟდება ნებისმიერი ხანგრძლივობით. შესაძლებელია როგორც ფოტო,
ასევე ვიდეო გადაღება. გადაღება წარმოებს ცხოველის მიერ კამერის
ხედვის არეალში მოხვედრისას. გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი
მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში (წვიმა, თოვლი). აპარატს
გააჩნია გადაღების დროითი შტამპის დასმის ფუნქცია.
ფოტო რეზოლუცია | ვიდეო რეზოლუცია |
14MP | 1920×1080 |
12MP | 1280×720 |
8MP | 720×480 |
5MP | 640×480 |
3MP | 320×240 |
1MP |
ვიდეო ხაფანგით ცხოველების მონიტორინგის მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება
მომსახურების დრო და ღირებულება
განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის,
მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.
შემოგვიერდით