ვიბრაციის გავრცელების კვლევა
ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ანალიზი
ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ანალიზი
ჩვენი გამოცდილება

„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვის და ანალიზის სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს გაზომვები და ანალიზი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.).

როდის არის საჭირო ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ანალიზი?

  • ქალაქგეგმარებითი სამუშაოების დროს;
  • საავტომობილო გზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
  • ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობის დროს;
  • სამუშაო სივრცეში ვიბრაციის გავრცელების დროს;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ეექსპლუატაციის ეტაპზე;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრის დროს;
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების დროს.

alt
ჩვენი მომსახურების სახეები:

  • სამუშაო ადგილებში ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ზემოქმედების შესწავლა შენობებზე;
  • საავტომობილო გზის გასწვრივ ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ზემოქმედების შესწავლა შენობებზე;
  • ელექტროგადამცემი ხაზების და ქარის ელექტროსადგურების გასწვრივ ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ზემოქმედების შესწავლა შენობებზე;
  • საწარმოო/ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გავრცელებული ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვა და ზემოქმედების შესწავლა შენობებზე;
  • ვიბრაციის სიჩქარის და აჩქარების წამობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა (მ/წმ).

                                                   ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვის და ანალიზის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები

ვიბრაციის საზომი მოწყობილობის დანიშნულებაა ვიბრაციის გაზომვა შენობებში, ხიდებზე, კოშკებზე, მილსადენებსა და სხვადასხვა დიდ კონსტრუქციებზე. გაზომვა წარმოებს, რათა თავიდან იქნას აცილებული შენობების კონსტრუქციული დაზიანება და ადამიანების დისკომფორტი. გერმანული წარმოების „Triaxial Vibration Meter VM40B“ აპარატი აღჭურვილია სენსორით, ჩამწერი და შეფასების ელექტრონული მოწყობილობითა და აკუმულატორით. ინსტრუმენტი აღჭურვილია სამი მაღალმგრძნობიარე პიეზოელექტრული სისტემით ვიბრაციის გასაზომად სამივე მიმართულებით. სიგნალის დამუშავების პროცესი იმართება მიკროპროცესორით. ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ვიბრაციის კვლევის ჩატარების პროცედურა, რომელიც ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს.

ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვის და ანალიზის დროს გამოყენებული სტანდარტები:
  • DIN 4150-3: კონსტრუქციული ვიბრაცია – ვიბრაციის ზემოქმედება კონსტრუქციებზე - გერმანული სტანდარტი;
  • BS 7385: ვიბრაციის შეფასება და გაზომვა შენობა-ნაგებობებში - ბრიტანული სტანდარტი;
  • SN 640312a: ვიბრაციის გავლენა შენობა-ნაგებობებზე - შვეიცარიული სტანდარტი;
  • ISO 4866:2010 – მექანიკური ვიბრაცია და დარტყმა - საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანიზაციის სტანდარტი.


ვიბრაციის საბაზისო დონის გაზომვის და ანალიზის მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება

მომსახურების დრო და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების შესაბამისად.

;