1. მიზანი და გამოყენების სფერო:
სურსათის უვნებლობა არის მთავრობის, მწარმოებლების და მომხმარებლების საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც უზრუნველყოფილია სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევით.
კვალიფიციური სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების აუდიტორების/წამყვანი აუდიტორების სერტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს სურსათის კონტროლი და იმ რისკების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
ისო ISO 22000:2018 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო აუდიტის პროგრამის შედგენის, ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ისო ISO 22000:2018 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
- სოფლის მეურნეობის, პირველადი წარმოების, სურსათის გადამუშავების, შენახვის ან დისტრიბუციის, ასევე საზოგადოებრივი კვების სფეროში, დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი და მოწყობილობა-დანადგარების მწარმოებელი კომპანიის მენეჯერებს;
- იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
- შიდა აუდიტორებს, პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
- მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.
2.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია:
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3. სერტიფიკაციის პროგრამა:
ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ- 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
დღე 1 და 2: ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები:
- სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
- ორგანიზაციაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
- ისო 22000:2018 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
- სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
- ისო 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
- ისო 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი პრინციპი;
- ისო 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემებში Plan-Do-Check-Act ციკლის გამოყენება;
- ისო 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.
დღე 3: მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018
- აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
- შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
- შიდა აუდიტის მოთხოვნები;
- აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
- აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
- აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
- აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
- აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
- აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
- რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.
დღე 4: მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO 19011:2018
- წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
- აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
- აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
- აუდიტის ჩატარება:
- აუდიტის დაწყება;
- აუდიტის საქმიანობის წარმართვა;
- შეუსაბამობების იდენტიფიკაცია;
- აუდიტის დასრულება;
- აუდიტის დასკვნის მომზადება და გავრცელება;
- აუდიტის შემდგომი საკონტროლო აუდიტის ჩატარება.
- შეხვედრების გახსნა და დახურვა;
- აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
- აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
- აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
- აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
- მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.
5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditation Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების ისო 22000:2018 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.
6.
რეესტრი: სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ, თქვენ ირიცხებით
კომპანია «G-certi Co» -ს აუდიტორთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში.
სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება შესაძლე ბელია ბმულზე: http://www.gcerti.com/.
შემოგვიერდით