უზბეკეთის რესპუბლიკაში «მეცხოველეობის წარმოებისა და გასაღების ჯაჭვის განვითარების პროექტი»
2023 წლის 1-31 მაისს შპს „ეკო-სპექტრის“ თანამშრომლებმა, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის ვეტერინარიის სახელმწიფო კომიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზბეკეთის 13 ქალაქში ჩაატარეს 2 დღიანი ტრეინინგები. ტრეინინგებზე განიხილებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური მონიტორინგის ჩატარების მიზნები და ამოცანები, განხორციელების
მეთოდოლოგია, შედეგების ანალიზი, ასევე შეუსაბამობების გაფორმების და მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავების და განხორციელების გზები. ტრეინინგების მოდული მოიცავდა, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. ტრეინინგებს დაესწრო 437 მონაწილე, რომელთაც გადაეცათ შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
;