სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
2020 წლის 28 ივლისს ქ. ფოთის
მე-11 საჯარო სკოლის ღია სიცრცეში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის საჯარო
განხილვა - ქ. ფოთში ახალ ღრმაწყლოვან მრავალფუნქციურ ნავსადგურში
ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის
შესახებ. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ: სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო
ნავსადგურის“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების,
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის
წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“
წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს სკოპინგის ანგარიში, უპასუხეს
დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული
მოსაზრებები.
შემოგვიერდით