სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი
2020 წლის 25 ივნისს ქ. ფოთის 11 საჯარო სკოლის ღია სიცრცეში ჩატარდა სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის ფარგლებში. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ: სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის,
ფოთის მინიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს სკოპინგის ანგარიში, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.
;