სამუშაო ზონის ხარისხობრივი მონაცემების გაზომვა
ჩვენი გამოცდილება
„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია
მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სამუშაო ზონის ხარისხობრივი
მონაცემების გაზომვის სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს გაზომვები,
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ, როგორც
სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების
დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.).
როდის არის საჭირო სამუშაო
ზონის ხარისხობრივი მონაცემების გაზომვა?
შრომის უსაფრთხოების კანონის
მოთხოვნების შესაბამისად: დამსაქმებელი და საწარმოს ხელმძღვანელობა
ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით
შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები,
ასევე დაგეგმოს/დანერგოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა
ზემოთ ხსენებულმა ფაქტორებმა საფრთხე არ შეუქმნას როგორც
დასაქმებულებს, ასევე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს
და ჯანმრთელობას.
ჩვენი მომსახურების სახეები:
- ტემპერატურის გაზომვა;
- ტენიანობის გაზომვა;
- ჰაერის მოძრაობის სიჩქარის გაზომვა;
- საწარმოო ხმაურის გაზომვა;
- ვიბრაციის გაზომვა (სიჩქარე, აჩქარება);
- ფიბროგენული მოექმედების აეროზოლების (მტვრის გაზომვა) PM2.5, PM10, TSP;
- განათებულობის გაზომვა;
- სითბური ენერგიის ნაკადის ინტენსივობის გაზომვა;
- მაიონებელი გამოსხივების გაზომვა (რადიაცია);
- ულტრაბგერისა და ინფრაბგერის გაზომვა;
- არამაიონებელი გამოსხივების გაზომვა;
- ელქტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გაზომვა.
სამუშაო ზონის ხარისხობრივი
მონაცემების გაზომვის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები
დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხო
და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე
უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აწარმოოს სამუშაო ზონის
ხარისხობრივი მონაცემების გაზომვა. აღნიშნული გაზომვა ტარდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს
გაზომვის ტექნიკურ საკითხებს, გაზომვის დროს, გაზომვის პერიოდს,
გაზომვის მახასიათებლებს და ა.შ. შპს „ეკო-სპექტრს“ საქართველოს
კანონმდებლობისა და წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,
შემუშავებული აქვს გაზომვის მეთოდოლოგია და პროცედურები, რომელიც
შესაბამისობაშია როგორც ეროვნულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ასევე
საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან. გაზომვები წარმოებს ინსტრუმენტული
გზით. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია მოწინავე ქვეყნების მიერ
წარმოებული (აშშ, ახალი ზელანდია, გერმანია, პოლონეთი), სხვადასხვა
ბრენდის საზომი აპარატები. აღნიშნული აპარატები წარმოადგენენ უმაღლესი
კლასის საზომ მოწყობილობებს (IEC-ის მოთხოვნების შესაბამისად), მათ
შორის I კლასის აპარატებს. ჩატარებული გაზომვის შემდეგ მზადდება
გაზომვის ანგარიში, სადაც აისახება დეტალური ინფორმაცია გაზომვის
შედეგების შესახებ.
სამუშაო ზონის ხარისხობრივი
მონაცემების გაზომვის და ანალიზის მომსახურების შესრულების დრო და
ღირებულება
მომსახურების დრო და ღირებულება
განისაზღვრება ინდივიდუალურად, გაზომვის წერტილების რაოდენობის,
შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების
შესაბამისად.
შემოგვიერდით