ხმაურის გავრცელების 3D მოდელირება
ჩვენი გამოცდილება
„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია
მრავალწლიანი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება ხმაურის გავრცელების
მოდელირების სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს ხმაურის მოდელირება
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ, როგორც
სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების
დაკვეთით (აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი,
მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და
ა.შ.). კომპანიას შესრულებული აქვს საავტომობილო გზების, რკინიგზის,
ელექტროგადამცემი ხაზების, საწარმოო, სამშენებლო და სხვა სახის
ხმაურის გავრცელების მოდელირების პროექტები.
როდის არის საჭირო ხმაურის
გავრცელების მოდელირება?
- ქალაქგეგმარებითი სამუშაოების დროს;
- საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
- ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობის დროს;
- სამუშაო სივრცეში ხმაურის დროს;
- ურბანული ხმაურის დროს;
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ექსპლუატაციის ეტაპზე;
- გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების დროს.
ჩვენი მომსახურების
სახეები:
- სამუშაო ადგილებში ხმაურის გავრცელების მოდელირება;
- საავტომობილო გზისა და რკინიგზის ხმაურის გავრცელების მოდელირება;
- ელექტროგადამცემი ხაზების და ქარის ელექტროსადგურების ხმაურის გავრცელების მოდელირება;
- საწარმოო / ინდუსტრიული საქმიანობის ხმაურის გავრცელების მოდელირება;
- ხმაურის წერტილოვანი და ხაზობრივი წყაროების გავრცელების მოდელირება (სტაციონარული წყაროები, მილსადენები და ა.შ.).
ხმაურის გავრცელების
მოდელირების მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები
ხმაურის მოდელირება ხორციელდება
გერმანული წარმოების „CadnaA“-ს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
„CadnaA“ (Computer Aided Noise Abatement) თანამედროვე და ეფექტური
კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც გამოიყენება გარემო ხმაურის
ანგარიშის, პრეზენტაციის, შეფასებისა და პროგნოზირებისთვის. პროგრამას
გააჩნია 30-ზე მეტი მზა სტანდარტი და ინსტრუქცია, მძლავრი გამოთვლითი
ალგორითმები, ობიექტის დამუშავების მძლავრი ინსტრუმენტი, უმაღლესი
ხარისხის 3D ვიზუალიზაციის შესაძლებლობები. სრულიად თავსებადია
Windows-ის სხვა აპლიკაციებთან, როგორიცაა word პროცესორები,
ცხრილების საანგარიშო პროგრამები, CAD პროგრამა და GIS მონაცემთა
ბაზები.
ხმაურის გავრცელების მოდელირების
დროს გამოყენებული სტანდარტები:
- საავტომობილო ხმაური - NMPB-1996 (Nouvelle Méthode de Prévision Emission Parameter du Bruit) - ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული საავტომობილო მოდელირების ფრანგული სტანდარტი;
- სარკინიგზო ხმაური - SRM II (Standaardrekenmethode 2) - ევროკომისიის მიერ რეკომენდირებული სარკინიგზო მოდელირების ნიდერლანდური სტანდარტი;
- ინდუსტრიული და სხვა სახის ხმაური - ISO 9613 (Acoustics — Attenuation of sound during propagation outdoors).
ხმაურის მოდელირების ეფექტური
შედეგების მისაღებად კომპანია ატარებს გარკვეულ კვლევით სამუშაოებს
მოდელირებაში შემავალი ინფორმაციის მოსაძიებლად.
ხმაურის გავრცელების
მოდელირების მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება
მომსახურების დრო და ღირებულება
განისაზღვრება ინდივიდუალურად, გაზომვის წერტილების რაოდენობის,
შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების
შესაბამისად.
შემოგვიერდით