ხმაურის ფონური დონის გაზომვა და ანალიზი
ჩვენი გამოცდილება
„ეკო-სპექტრის“ გუნდს გააჩნია
მრავალწლიანი საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება ხმაურის კვლევის
სფეროში. კომპანიას ჩატარებული აქვს კვლევები, როგორც საქართველოს
ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ, როგორც სახელმწიფო
სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაკვეთით.
(აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ინვესტირების ბანკი, მსოფლიო
ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ა.შ.)
როდის არის საჭირო ხმაურის
გაზომვა?
- ქალაქგეგმარებითი სამუშაოების დროს;
- საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს;
- ინდუსტრიული და კომერციული საქმიანობის დროს;
- სამუშაო სივრცეში ხმაურის დროს;
- ურბანული ხმაურის დროს;
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ექსპლუატაციის ეტაპზე;
- სამეცნიერო ნაშრომების შედგენის და ექსპერიმენტების ჩატარების დროს;
- როდესაც ჩნდება საჩივრები გაზრდილი ფონური ხმაურის შესახებ;
- ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით;
- გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავების დროს.
ჩვენი მომსახურების
სახეები:
- სამუშაო ადგილებში ხმაურის დონის გაზომვა;
- საავიაციო ხმაურის გაზომვა;
- სატრანსპორტო და სარკინიგზო ხმაურის გაზომვა;
- მშენებლობის ხმაურის განსაზღვრა;
- საწარმოო / ინდუსტრიული საქმიანობის ხმაურის გაზომვა;
- ხმაურის პიკური დონის განსაზღვრა;
- ხმაურის საშუალო დონის განსაზღვრა;
- ხმაურის ექვივალენტური დონის განსაზღვრა;
- ხმაურის დონის განსაზღვრა მუდმივი და არამუდმივი ხმაურისთვის;
- ხმაურის დონის განსაზღვრა დღის საათებისთვის;
- ხმაურის დონის განსაზღვრა საღამოს საათებისთვის;
- ხმაურის დონის განსაზღვრა ღამის საათებისთვის.
ხმაურის ფონური დონის
გაზომვის მეთოდოლოგია და ტექნიკური საშუალებები
ხმაურის გაზომვის პროცედურა
ესადაგება საქართველოს კანონმდებლობის, ISO 1996-1-2003, ISO
1996-2-2007 სტანდარტების და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“
(IFC) მოთხოვნებს. ხმაურის გაზომვისას გამოიყენება 2 ტიპის
ხმაურმზომი: “Svantek” ფირმის “SVAN 971” სერიის აპარატი და “REED”
ფირმის „R8080” სერიის აპარატი.
პოლონური „Svantek“ ფირმის “SVAN
971” სერიის ხმაურმზომები წარმოადგენენ „IEC 61672-1:2013“ სტანდარტის
მიხედვით I კლასის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ 100000-მდე
ჩანაწერის შენახვის ფუნქცია. „SVAN 971“ გვთავაზობს ფართო დიაპაზონის
შედეგებს, ყველა საჭირო სიხშირის წონადობაში (A, C, Z), ასევე 1/1
ოქტავურ და 1/3 ოქტავურ სპექტრებში. „SVAN 971“-ის ხმაურმზომის
გამოყენებით შესაძლებელია ხმაურის სფეროში არსებული უმეტესი
შედეგობრივი ერთეულის მიღება (Lpeak, Lmax, Lmin, L, Leq, LE, Lden,
LEPd, Ltm3, Ltm5, Leq statistics (Ln), expected Leq value (EX),
standard Leq deviation (SD), measurement time and overload time %
(OVL) და ა.შ.). „SVAN 971“-ის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით
შესაძლებელია ჩატარებული გაზომვის გრაფიკული, ცხრილური და ტექსტური
შედეგების წარმოჩენა. ამერიკული „REED“ ფირმის „R8080“ სერიის
ხმაურმზომები წარმოადგენენ “IEC” 61672-1-ის სტანდარტის მიხედვით II
კლასის აპარატებს, რომლებსაც გააჩნიათ 64000 ჩანაწერის შენახვის
ფუნქცია და Windows-ის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.
- ხმაურის გაზომვის დიაპაზონი: 30-130 dB;
- სიხშირის დიაპაზონი: 20 Hz-დან 8 kHz-მდე;
- სიხშირის წონადობა: A, C, Z.
ხმაურის ფონური დონის
გაზომვის და ანალიზის მომსახურების შესრულების დრო და ღირებულება
მომსახურების დრო და ღირებულება
განისაზღვრება ინდივიდუალურად, გაზომვის წერტილების რაოდენობის,
შეკვეთის სირთულის, მასშტაბის, მახასიათებლების და გარემო პირობების
შესაბამისად.
შემოგვიერდით