საკონსულტაციო აუდიტის ჩატარება
საკონსულტაციო აუდიტის ჩატარება
საკონსულტაციო აუდიტის ჩატარება
საკონსულტაციო აუდიტის ჩატარება

რას ნიშნავს საკონსულტაციო აუდიტების ჩატარება?

შპს „ეკო-სპქტრის“ საერთაშორისო ექსპერტების გუნდი დაგეხმარებათ საკონსულტაციო აუდიტის ჩატარებაში როგორც თქვენს კომპანიაში, ასევე კონტრაქტორის, ქვეკონტრაქტორის ან მომწოდებლ ორგანიზაციაში. შედეგად კომპანიის უმაღლესი მმართველი გუნდი მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომ:
  • აუდიტირებული კომპანიის პოლიტიკა, პროცედურები, მართვის სისტემები და ინსტრუქციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან;
  • კომპანია თავის ქმედებებს ახორციელებს შემუშავებული მართვის გეგმების შესაბამისად;
  • კომპანია ცდილობს მუდმივად გააუმჯობესოს პროდუქცია ან მომსახურება;
  • არსებული ან შესაძლებელი კონტრაქტორი, ქვეკონტრაქტორი ან მომწოდებელი ქმედებებს ახორციელებს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და წარმოადგენს სანდო პარტნიორს.

როგორ ხდება საკონსულტაციო აუდიტის ჩატარება?

alt

სურვილის შემთხვევაში შპს „ეკო-სპექტრი“ მოამზადებს და ჩაატარებს საკონსულტაციო პირველი, მეორე ან მესამე მხარის აუდიტს რათა განსაზღვროს, ერთი მხრივ, რამდენად შეესაბამება კომპანიის მიერ მომზადებული მართვის გეგმები საერთათაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება კომპანიის მეირ განხორციელებული ქმედებები მის მიერ მომზადებულ გეგმებს.

საკონსულტაციო აუდიტი ტარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე:
  • შპს „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან კომპანიის მიერ მომზადებულ მართვის გეგმებს და განსაზღვრავენ მათ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან;
  • შეუსაბამობების დაფიქსირების შემთხვევაში შეიმუშავებენ მაკორექტირებელ ქმედებებს, განსაზღვრავენ მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელ პირებს და განსახორციელებელი ქმედებების ვადებს;
  • მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელების შემდეგ ჩაატარებენ დამატებით აუდიტს ჩატარებული ქმედებების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით.
მეორე ეტაპზე:
  • შპს „ეკო-სპექტრის“ საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ აუდიტს კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების მათ მიერ შემუშავებული მართვის გეგმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • შეუსაბამობების დაფიქსირების შემთხვევაში შეიმუშავებენ მაკორექტირებელ ქმედებებს, განსაზღვრევენ მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელ პირებს, ასევე განსახორციელებული ქმედებების ვადებს;
  • მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელების შემდეგ ჩაატარებენ დამატებით აუდიტს ჩატარებული ქმედებების ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით;
;

ხშირად დასმული კითხვები

რატომ „ეკო-სპექტრი“?
რა გზა უნდა გაიაროს კომპანიამ სერტიფიცირების პროცესში?
რატომ არის სერტიფიცირება მნიშვნელოვანი?
რა არის ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტი?
რას გულისხმობს საზედამხედველო აუდიტი?
რა ხდება შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში?
შესაძლებელია თუ არა კომპანიაში სერტიფიცირების გარეშე, მხოლოდ მენეჯმენტის სისტემის დანერგვა?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კომპანიას არც ერთი სისტემური დოკუმენტი არ გააჩნია?
რა დრო ჭირდება მენეჯმენტის სიტემების დანერგვას და რამდენია ღირებულება?
რა დრო ჭირდება მენეჯმენტის სიტემების სერტიფიცირებას და რამდენია ღირებულება?
რა არის წინასწარი შეფასების აუდიტი?
რა არის წინასწარი შეფასების ძირითადი მიზანი?
ვის ჭირდება წინასწარი შეფასების აუდიტი?
ვის შეუძლია წინასწარი შეფასების აუდიტის ჩატარება?
რა არის წინასწარი შეფასების აუდიტის პროცესი?
რა უპირატესობები აქვს წინასწარი შეფასების აუდიტს?