ხარისხი მნიშვნელოვანია!
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება

რა არის ISO 9001:2015 QMS - ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები?

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მოიცავს ქმედებებს, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაცია შეიმუშავებს პოლიტიკას, ადგენს მიზნებს და ამოცანებს, ასევე განსაზღვრავს იმ პროცესებს, პროცედურებს, ინსტრუქციებს და რესურსებს, რომლებიც საჭიროა სასურველი შედეგების მისაღწევად.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებისას გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი შედეგების პროცედურულ მართვას, ასევე შეიმეშავებს, დანერგავს და შეინარჩუნებს გზებს გაწეული მომსახურების ან წარმოებული პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესებისათვის. ხარისხი მნიშვნელოვანია!


როგორ ხდება ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?

alt

თუ ორგანიზაციაში დანერგილი გაქვთ ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები, შეგიძლიათ მოითხოვოთ სერტიფიცირება, რისთვისაც საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:
  • ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის ჩატარება;
  • აუდიტის ანგარიშის მომზადება;
  • საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მაკორექტირებელი ქმედებების მომზადება და დანერგვა.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, კომპანიას გადაეცემა ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS)  მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co» -ს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატი - ისო 9001:2015 3 წლის ვადით.

alt
არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის წარმატებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ხდება ორი საზედამხედველო აუდიტის ჩატარება, რომელთაგან პირველი ეტაპი ტარდება სერტიფიკატის გაცემიდან ერთი წლის, ხოლო მეორე - სერტიფიკატის გაცემიდან ორი წლის შემდეგ. სერტიფიკატის ვადის ამოწურვისას, სურვილის შემთხვევაში, ფორმდება ახალი ხელშეკრულება და სერტიფიცირების პროცესი იწყება თავიდან.

გსურთ ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება? გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.


რა სარგებლობას (უპირატესობას) მოუტანს კომპანიას ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირება?


წინამდებარე მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირების სარგებელი მიიღება მომხმარებლის სურვილების და მოლოდინების განსაზღვრის და მაქსიმალურად დაკმაყოფილების გზით, რის შედეგადაც მიიღწევა:
  • შეკვეთების გაზრდილი რაოდენობა;
  • ორგანიზაციის ამაღლებული რეპუტაცია;
  • მომხმარებელთა გაფართოებული ბაზა;
  • გაზრდილი შემოსავლები და საბაზრო წილი;
  • ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდა;
  • ორგანიზაციული კოორდინაციის ზრდა;
  • ორგანიზაციის მდგრადი მმართველობა.
ორგანიზაციისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირების პოტენციური სარგებელია:
  • უნარი, მუდმივად აწარმოოს პროდუქტი და გაწიოს მომსახურება, რომელიც ერთი მხრივ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისობაშია ნაციონალურ და საერთაშორისო საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
  • არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მუდმივად გასაზრდელად;
  • ორგანიზაციის ამოცანებთან და მიზნებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვა;
  • უნარი შეიმუშაოს, დანერგოს, შეინარჩუნოს და მუდმივად გააუმჯობესოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემები.

ვის შეუძლია აიღოს (გამოიყენოს) ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი?

ისო 9001:2015 არის სტანდარტი, რომელიც არ აწესებს კონკრეტული სახის შეზღუდვებს კომპანიის მასშტაბებსა და აქტივობებთან დაკავშირებით. ისო 9001:2015 სტანდარტი წარმატებას მოუტანს და დაეხმარება განვითარებაში, როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ასევე მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს განურჩევლად მათი ზომისა თუ საქმიანობისა. აღნიშნული სტანდარტი შეთავსებადია სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უფრო ხელსაყრელს და სასურველს ხდის მას.
;

ხშირად დასმული კითხვები

რატომ „ეკო-სპექტრი“?
ჩვენი კომპანიის 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება, საერთაშორისო ექსპერტების და კონსულტანტების გუნდი, მომსახურების ფართო სპექტრი და მაღალი ხარისხი, კლიენტებთან ინდივიდუალური და პარტნიორობის დონემდე აყვანილი თანამშრომლობა არის გარანტია თქვენი სწორი არჩევანისა. კომპანია „ეკო-სპექტრს“ განხორციელებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული - მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის ინვესტირების ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სხვა მრავალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ 5 ქვეყანაში: უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2012 წელს კომპანია „ეკო-სპექტრმა“ ხელი მოაწერა ფრენშაიზის შეთანხმებას კორეულ კომპანია შპს „GCERTI Co“-სთან, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილება მიენიჭა იმოქმედოს ბაზარზე მისი სახელით, შეასრულოს სარეკლამო და სხვა ნებისმიერი ქმედება, რისი შესრულების უფლებამოსილებაც გააჩნია შპს „GCERTI Co“-ს, ჩაატაროს როგორც მასერტიფიცირებელი აუდიტები ხარისხის, გარემოს დაცვის, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხობის მენეჯმენტის სისტემებში, ასევე, ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული ტრენინგის კურსები.
საქართველოს ბაზარზე მომუშავე თითქმის ყველა მასერტიფიცირებელი კომპანია COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებიდან ტრენერების და ექსპერტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს აწყდება. შპს“ეკო-სპექტრი“ დაკომპლექტებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც უფლება აქვთ ჩაატარონ მასერტიფიცირებელი აუდიტები. აუდიტები ტარდება ქართულ ენაზე, შესაბამისად, მოხსნილია ორგანიზაციაში წარმოებული შიდა დოკუმენტაციის სრულად თარგმნის პრობლემა.
ჩვენთან თანამშრომლობა - თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია!
რა გზა უნდა გაიაროს კომპანიამ სერტიფიცირების პროცესში?
თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი მენეჯმენტის სისტემის შერჩევაში დახმარებას გაგიწევთ ჩვენი კომპანიის საერთაშორისო ექსპერტების გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომის დიდი პრაქტიკა აქვს. ჩვენ თქვენს კომპანიაში ჩავატარებთ „არსებული მდგომარეობის ანალიზს" (ე.წ. GAP Analysis) მენეჯმენტის სისტემების შემუშავების და დანერგვის დასაწყებად. ჩავუტარებთ ტრენინგებს თქვენს თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან კონკრეტული მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად აკონტროლონ საქმიანობა. მოვამზადებთ ე.წ. „SWOT Analysis“, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის სუსტ და ძლიერ მხარეებს, საფრთხეებსა და მოლოდინებს, კომპანიის როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებულ მხარეებს. მენეჯმენტის სისტემის დანერგვის შრომატევადი პროცედურის გავლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ ჩვენი საერთაშორისო სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლები. მას შემდეგ, რაც კომპანიაში დანერგილი მენეჯმენტის სისტემა შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, შესაძლებელია გაკეთდეს მენეჯმენტის სისტემის შეფასების და სერტიფიცირების განაცხადი. ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის და აღმოჩენილი ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co» -ს მენეჯმენტის სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატს 3 წლის ვადით, რომლის განმავლობაშიც ჩაგიტარდებათ საზედამხედველო აუდიტები მენეჯმენტის სისტემების შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით, რაც თქვენი ბიზნესის წარმატების და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდის საწინდარია.
რატომ არის სერტიფიცირება მნიშვნელოვანი?
თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარანტირებულად აწვდით მომხმარებელს სასურველი ხარისხის პროდუქციას ან მომსახურებას. ესე იგი თქვენ გაქვთ: მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, სიამედოობა, ფუნქციონალურობა, ეკოლოგიურობა. პროდუქტების, სისტემების, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების კარგი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რაც მათი სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შედეგია. ისო არის ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებს ათასობით სტანდარტს, რაც ხელს უწყობს გლობალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება ნიშნავს პროდუქტის შემოწმებას - აკმაყოფილებს თუ არა პროდუქტები, მასალები, მომსახურება, სისტემები, პროცესები თუ ადამიანური რესურსები კონკრეტული სტანდარტის ან სპეციფიკაციის მოთხოვნებს.
ისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ეს არის ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნების დაცვა.
ეკონომიკის სფეროში დაინტერესებული მხარეები თანხმდებიან სპეციფიკაციებზე ან კრიტერიუმებზე, რომლებიც მუდმივად იქნება გამოყენებული მასალების კლასიფიკაციაში, პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებაში, ტესტირებასა და ანალიზში, ტერმინოლოგიის გამოყენებაში და მომსახურების მიწოდებაში. ამრიგად, საერთაშორისო სტანდარტები ხდება ეტალონი ან საერთო ტექნოლოგიური ენა მომწოდებლებსა და მათ მომხმარებლებს შორის კომუნიკაციისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობას და სხვა ურთიერთობებს, მათ შორის ტექნოლოგიების გადაცემას.
რა არის ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტი?
ორ ეტაპიანი მასერტიფიცირებელი აუდიტის პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვოროს, თუ რამდენად შეესაბამება კლიენტის მიერ შემუშავებული მენეჯმენტის სისტემების დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ამ მიზნით ჩვენ უნდა განვახორციელოთ:

• კლიენტის სამუშაო გარემოს შეფასება და მმართველ რგოლთან გასაუბრება;
• მართვის სისტემის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების შეგროვება და ანალიზი, მათ შორის, ინფორმაცია კლიენტის სამუშაო გარემოს/საიტის შესახებ, გამოყენებული პროცესებისა და აღჭურვილობის შესახებ, კონტროლის მექანიზმებისა და შიდა აუდიტის შესახებ;
• შიდა აუდიტისა და მენეჯმენტის სიტემების შემოწმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული ანალიზის შესწავლა და შეფასება.

მასერტიფიცირებელი აუდიტის მეორე ეტაპი ტარდება კლიენტის სამუშაო ადგილზე/საიტზე. ამ მიზნით, ჩვენ უზრუნველვყოფთ რესურსების განაწილებას და აუდიტის მეორე ეტაპის დეტალების კლიენტთან შეთანხმებას. მეორე ეტაპის შეფასების სფერო განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მასერტიფიცირებელი აუდიტის პირველი ეტაპის აუდიტის შედეგების საფუძველზე;
რას გულისხმობს საზედამხედველო აუდიტი?
მასერტიფიცირებელი აუდიტის შემდგომი ეტაპი გულისხმობს ე.წ „საზედამხედველო აუდიტის“ ჩატარებას, რომელიც ჩვენი კომპანიის ექსპერტების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს. საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში მოწმდება ყველა ის საკითხი და დოკუმენტაცია, რაც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მასერტიფიცირებელი აუდიტის პერიოდში. ზედამხედველობა ხორციელდება პერიოდულად და მოწმდება, თუ რამდენად არის შესაბამისობაში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან.
რა ხდება შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში?
საზედამხედველო აუდიტის პროცესში შპს “ეკო-სპექტრის“ ექსპერტები ვალდებულნი არიან გაანალიზონ მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მოამზადონ შესაბამისი აუდიტორული კვლევების შედეგები და დასკვნები, რომლებიც წარედგინება ორგანიზაციას, ხოლო ორგანიზაცია ვალდებულია, შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მაკორექტირებელი ქმედებების გათვალისწინებით სრულფასოვნად აღმოფხვრას შეუსაბამობა/ები საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
შესაძლებელია თუ არა კომპანიაში სერტიფიცირების გარეშე, მხოლოდ მენეჯმენტის სისტემის დანერგვა?
დიახ, შესაძლებელია. შპს“ეკო-სპექტრი“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციური და წამყვანი ექსპერტებით შექმნილ გუნდს, რომელიც ორიენტირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადებაზე და მათ დანერგვაზე. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა ყველა დაინტერესებული მხარისათვის კონსულტაციების წარმოება. აღნიშნული კონსულტაციის საფუძველზე შესაძლებლობა გექნებათ უკეთ გაეცნოთ ისო სტანდარტიზაციის სისტემას და ყველა იმ აუცილებელ პროცედურას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია შესაბამისი სისტემის დანერგვასთან.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კომპანიას არც ერთი სისტემური დოკუმენტი არ გააჩნია?
ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანიის კონსულტანტები მოდიან თქვენთან შესაბამისი დარგის ექსპერტთან ერთად და იწყებენ ყველა იმ პროცესის და პროცედურის შესწავლას და გაანალიზებას, რომელსაც თქვენ იყენებთ პროდუქციის წარმოებისას ან მომსახურების გაწევისას, აღნიშნული პროცესების შესწავლის შემდეგ, ჩვენი კონსულტანტები დოკუმენტალურად გააფორმებენ ყველა პროცესს და პროცედურას და დაგეხმარებიან მათ სისტემაში მოყვანასა და დანერგვაში. შემდგომ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის კონსულტანტები დაგეხმარებიან შემუშავებული და დანერგილი პროცესების და პროცედურების აუდიტის ჩატარებაში და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში მოგიმზადებენ მაკორექტირებელ ქმედებებს.
რა დრო ჭირდება მენეჯმენტის სიტემების დანერგვას და რამდენია ღირებულება?
მენეჯმენტის სისტემების დანერგვის დრო დამოკიდებულია:
• რამდენად მოწესრიგებულია ორგანიზაციაში არსებული დოკუმენტაციის წარმოება;
• რამდენად კვალიფიციურია პერსონალი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების ცოდნის და შესაბამისობის კონტროლის კუთხით;
• რამდენად რთული იქნება ორგანიზაციაში მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა.
შესაბამისად, მომსახურების ვადა და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული კომპანიის სამუშაო პროცესების შეფასების შემდეგ.
რა დრო ჭირდება მენეჯმენტის სიტემების სერტიფიცირებას და რამდენია ღირებულება?
მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების დრო დამოკიდებულია:
• რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რამდენად რთულია სერტიფიცირება;
• რამდენი სამუშაო ობიექტი და ორგანიზაციული ელემენტია ორგანიზაციაში;
• რამდენი თანამშრომელია და რამდენ ცვლაში ხდება სამუშაოს შესრულება.
შესაბამისად, მომსახურების ვადა და ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული კომპანიის სამუშაო პროცესების შეფასების შემდეგ.
რა არის წინასწარი შეფასების აუდიტი?
წინასწარი შეფასების აუდიტი არის აუდიტი, რომელიც ტარდება სასერთიფიკატო აუდიტის დაწყებამდე, რათა დადგინდეს ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან, მაგ: ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 და ა.შ.
წინასწარი შეფასება არის არასავალდებულო აუდიტი და ხორციელდება ორგანიზაციის შეხედულებისამებრ, რომელსაც სურს დაადგინოს მისი მზადყოფნა სერტიფიკაციისთვის.
რა არის წინასწარი შეფასების ძირითადი მიზანი?
წინასწარი შეფასების მრავალი მიზანი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადი მიზანია პოტენციური შეუსაბამობების დადგენა და განხორციელებული მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა სასერთიფიკატო აუდიტის დაწყებამდე.
ვის ჭირდება წინასწარი შეფასების აუდიტი?
ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც უკვე დანერგილი აქვს მენეჯმენტის სისტემა და სურს განსაზღვროს რამდენად მზადაა ორგანიზაცია სასერტიფიკაციო აუდიტისთვის.
ვის შეუძლია წინასწარი შეფასების აუდიტის ჩატარება?
წინასწარი შეფასების აუდიტი შეიძლება ჩატარდეს სერტიფიკაციის ორგანოს / რეგისტრატორის მიერ, როგორიცაა „G-Certi“, ან კვალიფიციური კონსულტანტის ან კომპეტენტური პირის მიერ, რომელსაც აქვს გამოცდილება და ცოდნა შესაბამისი ინდუსტრიული სექტორისა და მენეჯმენტის სისტემის შესახებ.
რა არის წინასწარი შეფასების აუდიტის პროცესი?
წინასწარი შეფასება შეიძლება განხორციელდეს საიტზე. წინასწარი შეფასების აუდიტი ტარდება იგივე დამოუკიდებლობითა და ობიექტურობით, როგორც სასერთიფიკატო აუდიტი. იგი მოიცავს დოკუმენტაციის განხილვას, პროცესის განხილვას, პროცესის მფლობელებთან და სხვა მნიშვნელოვან პერსონალთან გასაუბრებას მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
აუდიტის დასკვნა წარმოადგენს ორგანიზაციის საფუძველს, რათა გააუმჯობესოს პროცესები და განახორციელოს საჭირო მაკორექტირებელი ქმედებები სასერტიფიკატო აუდიტის დაწყებამდე.
რა უპირატესობები აქვს წინასწარი შეფასების აუდიტს?
წინასწარი შეფასების აუდიტის შესრულების უპირატესობები მოიცავს:
  • შეუსაბამობების იდენტიფიცირებას და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელებას რეალურ სასერტიფიკაციო აუდიტამდე;
  • წინასწარი შეფასების შედეგების საფუძველზე სასერტიფიკაციო აუდიტისთვის მომზადებას;
  • ყურადღების გამახვილებას სისუსტეებზე, რამლებმაც შეიძლება საერთაშორისო სტანდარტბთან შეუსაბამობა გამოიწვიოს სასერტიფიკაციო აუდიტის დროს;
  • სასერტიფიკაციო აუდიტის მეტი ნდობით შეხვედრას ან აუდიტის გადადებას, რომელიც უკვე დაგეგმილია წინასწარი შეფასების შედეგების საფუძველზე;
  • ხელახალი აუდიტის ჩატარების ზედმეტი, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებას.