ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი
ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ISO 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის მასერტიფიცირებელი ტრენინგი

alt


1. მიზანი და გამოყენების სფერო:
კომპანია „ეკო-სპექტრის“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მაღალკვალიფიციური და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ტრენინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე ასვლას. ისო 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგის კურსის გავლით, თქვენ შეიძენთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მესამე მხარის მასერტიფიცირებელი/საკონსულტაციო აუდიტის პროგრამის შედგენის, ჩატარების და ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ისო 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის ტრენინგი სჭირდება:
  • ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურს წინსვლა ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ პირველი, მეორე და მესამე მხარის აუდიტის ჩატარების პრინციპები და მეთოდები;
  • ხარისხის სისტემის მენეჯერებს, ხარისხის კონტროლის სპეციალისტებს;
  • შიდა აუდიტორებს, პროექტის კოორდინატორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • საჯარო ან კერძო სექტორში მომუშავე აუდიტორებს, რომლებსაც სჭირდებათ მეტი კომპეტენცია აუდიტის ჩატარების პროცესში;
  • მასერტიფიცირებელი ორგანიზაციების აუდიტორებს.
2. სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;


alt

3. სერტიფიკაციის პროგრამა:

ტრენინგის ენა: ქართული/ინგლისური/რუსული;
ტრენინგის დრო: 32 სთ- 4 დღე;
ტრენინგის ღირებულება: 800$ (ექვივალენტი ლარში);
ტრენინგის განმავლობაში თქვენ შეისწავლით:

ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები (დღე 1 და 2)
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების არსი და დანიშნულება;
  • ორგანიზაციაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემების არსებობის უპირატესობები და სარგებელი;
  • ისო 9001:2015 სტანდარტის ზოგადი მიმოხილვა;
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემების მიზანი და წარმატების ფაქტორები;
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ტერმინები და განმარტებები;
  • ისო 9001:2015 - ით მოთხოვნილი დოკუმენტირებული ინფორმაცია;
  • ისო 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების 7 ძირითადი პრინციპი;
  • ისო 9001:2015 – ის სტანდარტის ძირითადი მიდგომები:
-რისკზე დაფუძნებული აზროვნება;
-პროცესებისადმი მიდგომა;
-Plan-Do-Check-Act ციკლი.
  • ისო 9001:2015 – ის მოთხოვნების ინტერპრეტაცია და ორგანიზაციაში გამოყენება.

მენეჯმენტის სისტემების აუდიტორი - Exemplar Global – AU - ISO19011:2018 (დღე 3)
  • აუდიტის სახელმძღვანელო მითითებების დანერგვა;
  • შიდა აუდიტორის პასუხისმგებლობა და როლი;
  • შიდა აუდიტის მოთხოვნები;
  • აუდიტის ძირითადი პირობები და განმარტებები;
  • აუდიტის მიზანი, სფერო, კრიტერიუმები და მეთოდები;
  • აუდიტის ტიპები, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • აუდიტორებისა და აუდიტირებული პირების პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის დაგეგმვა, შესრულება, ანგარიშგება და შემდგომი კონტროლი;
  • აუდიტის პროცესში პროცესუალური მიდგომის გამოყენება;
  • რისკზე დაფუძნებული აზროვნების გამოყენება აუდიტში.

მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორი -Exemplar Global – TL - ISO 19011:2018 (დღე 4)
  • წამყვანი აუდიტორისა და აუდიტის ჯგუფის პასუხისმგებლობა;
  • აუდიტის ჯგუფის წევრების შერჩევა;
  • აუდიტის ჯგუფის კომპეტენცია;
  • აუდიტის ჩატარება:
-აუდიტორული საქმიანობისთვის მომზადება;
-აუდიტის დაწყება;
-აუდიტის საქმიანობის წარმართვა;
-შეუსაბამობების იდენტიფიკაცია;
-აუდიტის დასრულება;
-აუდიტის დასკვნის მომზადება და გავრცელება;
-აუდიტის შემდგომი საკონტროლო აუდიტის ჩატარება.
  • შეხვედრების გახსნა და დახურვა;
  • აუდიტის მეთოდოლოგია (ადგილზე / დისტანციური აუდიტი);
  • აუდიტორის ლიდერობა და ვალდებულებები;
  • აუდიტის დროს რთული სიტუაციების მართვა;
  • აუდიტში ჩართული მხარეების კომუნიკაცია აუდიტის დროს;
  • მოთხოვნები 1 ეტაპის და მე -2 ეტაპის აუდიტისთვის.
4. ელექტრონული განაცხადი: გაიარე ონლაინ რეგისტრაცია ტრენინგზე.

5. სერტიფიკატის გაცემა და ვადები: ტრენინგის მონაწილეზე სერტიფიკატი გაიცემა აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის და შიდა აუდიტორის საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ტესტირებიდან 2 კვირის ვადაში თქვენ გადმოგეცემათ ამერიკული ცენტრის «International Accreditacion Service» (IAS) მიერ აკრედიტირებული კომპანია «G-certi Co»-ს ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ისო 9001:2015 აუდიტორის/წამყვანი აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი 3 წლის ვადით.

6. რეესტრი: სერტიფიკატის გადმოცემის შემდეგ, თქვენ ირიცხებით კომპანია «G-certi Co» -ს აუდიტორთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში. სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება შესაძლებელია ბმულზე: http://www.gcerti.com/.

alt
;

ხშირად დასმული კითხვები ტრენინგებისთვის

ტრენინგზე საგამოცდო ტესტირების წარმატებით ჩაბარებაზე რამდენ პროცენტიანი ბარიერია და რა ხდება თუ მას ვერ გადავლახავ?
საგამაოცდო ტესტის ჩაბარების ბარიერი შეადგენს დასმული შეკითხვებიდან 70%-ზე მეტ შეკითხვაზე სწორ პასუხს. გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატი იხდის გამოცდის ღირებულებას 50$ (ექვივალენტს ლარში) და ერთი თვის ვადაში ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა.
შესაძლებელია თუ არა ტრენინგები ჩატარდეს სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში?
ტრენინგის დღიური ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს (შესვენებაზე ლანჩი შედის მომსახურების საფასურში), შესაბამისად სამუშაო საათების შემდეგ ტრენინგის ჩატარება არის შეუძლებელი. შესაძლებელია ტრენინგის ხანგრძლივობა-4 დღე დაიგეგმოს ისე, რომ 2 დღე იყოს არასამუშაო დღე.
რა სახელმძღვანელოა საჭირო?
ტრენინგ-ცენტრი უზრუნველყოფს კანდიდატს საჭირო სახელმძღვანელო მასალებით და საკანცელარიო ნივთებით, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
რამდენი კაცია საჭირო მინიმუმ, რომ შედგეს ჯგუფი და ჩატარდეს ტრენინგი?
ტრენინგის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 6 კანდიდატის არსებობა.